logo
ENG



"ჰეზბოლა ლიბანს ომში ითრევს" - ისრაელის თავდაცვის მინისტრი

12 ნოე 202310:48
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/12/m5fw4055ubh3o84.jpg

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტის განცხადებით, ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლა ლიბანს ომში ითრევს. ის ჰეზბოლას აფრთხილებს, რომ მსგავსი შეცდომა არ დაუშვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფასს პირველი მოსახლეობა გადაიხდის.

"ჰეზბოლა ლიბანს ითრევს ომში, რომელიც შეიძლება მოხდეს და ამით უშვებს დიდ შეცდომას. თუ მსგავს შეცდომებს დაუშვებს, პირველი, ვინც საფასურს გადაიხდის, ლიბანის მოსახლეობაა. რასაც ღაზაში ვაკეთებთ, ვიცით, როგორ გავაკეთოთ ბეირუთში", - განაცხადა მან.

ისრაელს ჰეზბოლა აქამდეც არაერთხელ გაუფრთხილებია - აღსანიშნავია, რომ ჰამასის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, ლიბანი-ისრაელის საზღვარი ერთ-ერთ სახიფათო ზონად იქცა. ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიაზე არაერთი თავდასხმა განხორციელდა, ნაწილზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ჰეზბოლამ აიღო, ხოლო ნაწილში ისრაელმა ჰეზბოლა თავად დაადანაშაულა და საპასუხო ცეცხლი გახსნა.

მანამდე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ თუ ჰეზბოლა უარს იტყვის ომში ჩართვაზე, ვითარების ესკალაცია არ მოხდება, თუმცა წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ამბობს, რომ ჰეზბოლა მძიმე ფასს გადაიხდის. 20 ოქტომბერს ისრაელმა საზღვრისპირა დასახლებებიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო და თქვა, რომ მოსახლეობა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ საცხოვრებლებში გადანაწილდებოდა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით შეტევები გახშირდა.


close დახურვა